ცხვირის პლასტიკა რინოპლასტიკა
გია ოდიშვილი
ზაქარია ოდიშვილი

ტელ.: 229-38-52
მობ.: 599 43-73-33
მობ.: 599 29-66-33

ცხვირის პლასტიკა რინოპლასტიკა

          ცხვირის პლასტიკა რინოპლასტიკა და მისი ფუნქციის აღდგენა ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ძნელად განსახორციელებელ პლასტიკურ ოპერაციად. ეს აიხსნება ცხვირის აგებულების სირთულით ქირურგს უწევს მუშაობა ძვალზე, ხრტილზე, კანზე და ლორწოვანზე). ცხვირის პლასტიკური ქირურგი განსხვავებით სხვა ქირურგებისგან უნდა იყოს არა მარტო კარგი კვალიფიცირებული სპეციალისტი, პრაქტიკოსი არამედ დაჯილდოებული უნდა იყოს მხატვრობის ნიჭით, ამიტომ ყველა ქირურგს არ ძალუძს ხელი მოჰკიდოს ცხვირის პლასტიკას, რადგან ქირურგმა ისე უნდა შეცვალოს ცხვირი, რომ სახე გამოიყურებოდეს ჰარმონიულად.
          ცხვირის პლასტიკა კეთდება ორი მეთოდით ღია და დახურული. პლასტიკური ქიტურგი გია ოდიშვილი უპირატესობას ანიჭებს დახურულ მეთოდს, რადგან ყველა ქირურგიული მანიპულაცია ხორციელდება ცხვირის შიგნით და არ რჩება თვალში მოსახვედრი განაკვეთები, როგორც ღია წესის დროს.
          ოპერაციის შედეგი დამოკიდებულია ქირურგის გამოცდილებაზე, კვალიფიკაციაზე, მხატვრულ ალღოზე.